ბუბუ და კორეა: მე-6 ნაწილი – როგორ წავიდეთ მუსიკალურ შოუებზე

პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ :D ესე იგი კორეული პოპის შემსრულებლები გამოდიან ძირითადად ამ 3 შოუზე: Inkigayo, Music Bank, M! Count Down. თითოეული მათგანი კვირაში ერთხელ ტარდება. მე ჯერჯერობით მთლიანად არც ერთ შოუს არ დავსწრებივარ, მაგრამ ვიყავი 2NE1-ის წინასწარ ჩაწერაზე სიმღერის Gotta be you ინკიგაიოსთვის. 3-ჯერ იმღერეს ეს სიმღერა და ძალიან მასიამოვნეს ^_^ სხვათა შორის არ ყოფილა ჭყლეტვა და არც ხალხით გადატენილი არ იყო დარბაზი. როგორც იქნა მომეცა საშუალება მეყვირა fanchant-ი ბოლო ხმაზე ( fanchant არის ფანების მიერ მომღერლების სიმღერას თან აყოლილი ხმები). ვიდექი სცენის მარჯვნივ, ძალიან ახლოს. ჩემ წინ ხალხი მჭირდოდ იდგა, მაგრამ მე ცოტა უკან დავიწიე და ჩემს ირგვლივ დიდი ცარიელი სივრცე გაჩნდა. ამიტომ შემეძლო ცოტა მეხტუნავა და მეცეკვა კიდეც. მინდა ავღნიშნო, რომ სურათების ან ვიდეოს გადაღება სასტიკად აკრძალულია და თუ დაგიჭირეს გაგაგდებენ, ამიტომ არ გამირისკავს გადაღება, მაგრამ შემდეგში შეიძლება ვცადო. იმიტომ არ გამირისკავს, რომ ბევრი ვიწვალე ამ შოუზე დასასწრებად. და ახლა გეტყვით როგორ და რა ვქენი:
ბევრი არაფერი არ მიქნია, 2NE1-ის ოფიციალურ საიტზე დაიდო ინფორმაცია 1 დღით ადრე, რომ ინკიგაიოზე გამოვიდოდნენ. უცხოელებს თუ დასწრება უნდოდათ, სიაში უნდა შესულიყვნენ. რომელ სიაში? ნუთუ ვერ ხვდებით? ვერც მე ვხვდებოდი და ამიტომ ისე “უსიოთ” დავადექი SBS-ის შენობას ხაშზე. მარა ეს მთლად ხაშზეც არაა, ალბათ პრე-პრე-პრეხაში შეიძლება დავარქვათ იმიტომ, რომ დილის 5ზე გავედი საერთო საცხოვრებლიდან და როგორც იქნა 6სთვის მივაღწიე (პირველი მატარებელი 5:39-ზე მოვიდა). თან წავიღე 2NE1-ის უახლესი CD და ჩემი საინდეფიკაციო დოკუმენტი (პასპორტიც შეიძლება და “უცხოპლანეტელის რეგისტრაციის ბარათიც” (Alien resgitration card). ესენი აუცილებელია. რომ მივედი, აშკარად რაღაც ვერ იყო ნორმაში, იმიტომ რომ სულ ბიჭები იყვნენ. მეთქი wut? მაგრამ მერე აღმოჩნდა რომ ჩემს მეტი 2NE1ის ფანი ისე ადრე არ მისულიყო (აქვე დავძენ, სხვა ბლექჯექი ანუ 2NE1ის ფანი დაახლოებით 10 საათისთვის შევნიშნე. მანამდე 5 საათი უაზროდ ვიყავისავით :D. ჯერ A Pink-ის ფანები იყვნენ შეკრებილები მარტო. ტევა არ იყო და რამდენიმე ადამიანი დარჩა გარეთ ( დაახლოებით 6-7, მეტი არა).
ამის შემდეგ M.I.B-ის ფანების შესვლის ჯერი დადგა, მაგრამ ძალიან ცოტანი იყვნენ ამიტომ სხვებს გვთხოვეს რომ შევსულიყავით და გვეგულშემატკივრა. ამიტომ შიგნით შევედი და ვნახე ამ სიმღერის ლაივ ვერსია:

არაუშავდა ლაივ წარმოდგენას და ფანების დიდი ნაწილი უცხოელი იყო.
ასევე დავესწარი ჰიორინის (Hyorin) და ვიღაც ბიჭის შესრულებას, სიმღერის სახელი არ ვიცი და როგორც ვხვდები ჯერ ვიდეო არ დაუდიათ იუთუბზე. ამ მომენტისთვის ძალიან დაღლილი ვიყავი და ერთი სული მქონდა როდის დაასრულებდა ჰიორინი (Hyorin) სიმღერას, რომ 2NE1 დროზე მენახა.
წესით 2NE1ის შესრულება 11ზე უნდა დაწყებულიყო მაგრამ 1-ზე დაიწყო, რამაც მაინცდამაინც კარგად არ იმოქმდა ჩემს ჯანმრთელობაზე, რახან საკმაოდ ციოდა მე თუ მკითხავთ. ფან გოგონებს ქამრისსიგრძე მინიკაბები ეცვათ და როგორ გადარჩნენ არ ვიცი.
მაგრამ საბოლოოდ დადგა ნანატრი მომენტი და 2NE1-ს გამოსვლაც დაიწყო. მემგონი ყველაზე მეტი მე ვიკივლე და ვიყვირე, მეტს ველოდი ფანებისგან, მაგრამ სხვები უფრო სერიოზულები და გამოცდილები ჩანდნენ მუსიკალოურ შოუებზე დასწრებაში და დიდი გულმოდგინებით ასრულებდნენ fanchant-ს. მე ვიყავი ეუნჯის პონტში დრამიდან Reply 1997:

https://www.youtube.com/watch?v=DOfsjk4kotY

მინდა ავღნიშნო რომ ძალიან მომეწონა მინზის (Minzy) ხმა. ყველაზე დასამახსოვრებელი იყო 2NE1ის ხმებს შორის, ასეთი შეგრძნება დამრჩა. თან ეს სიმღერა უხდება ჩვენი მანნეს (Mankae ანუ ყველაზე უმცროსი წევრი ჯგუფში) ხმას. სცენასთან ახლოს ვიდექი და ცოტა განცალკევებით (ოდნავ უკან, როგორც ავღნიშნე). ხოდა ცეკვის ერთ-ერთ მომენტში მინზის თვალებში ჩავხედე ^_^. მაყურებელთან eye-contact კარგად აქვთ დამუღამებული.
ეს სიმღერა ახალ ალბომ Crush-ში ყველაზე მეტად მომწონს და მიხარია ლაივ შესრულების ნახვის საშუალება რომ მომეცა. იმედია შემდეგ კვირასაც ვნახავ.

აი სწორედ ის შესრულება, რომელსაც დავესწარი:

თვითონ შესვლის პროცესს რაც შეეხება, დაგვირიგეს ნომრები. მე ვიყავი არაოფიციალური 27. პირველ რიგში ოფიციალური ფანკლუბის წევრებს უშვებენ და თუ ადგილი დარჩა, მერე არაოფიციალურებს. მომცეს სტიკერი, რომელსაც სურათს ვერ ვუღებ იმიტომ რომ ტელეფონზე მაქვს მიკრული :D. მაგრამ აი აბრის სურათი, რომელიც ხელში მეჭირა:

20140406_200911

რაც შეეხება დანარჩენ შოუებს, მე ვერასდროს წავალ M! Count Down-ზე იმიტომ რომ ხუთშაბათობითაა და თუ გინდა შოუზე მოხვედრის მცირე შანსი გქონდეს 6 საათიდან უნდა დაერჭო, როგორც მე დავერჭვე ინკიგაიოს წინ. მე კიდევ გაკვეთილებს ვერ გავაცდენ იმიტომ, რომ ძალიან სიმკაცრეა მაგ მხრივ. Music Bank-სთვის წინასწარ რეგისტრაცია აუცილებელია, მაგრამ რაღაც ტექნიკური პრობლემების გამო ვერ ვრეგისტრირდები. საერთოდ რესგიტრაციასთან დაკავშირებით ყოველთვის მქონდა პრობლემები. ეს იმიტომ, რომ რესგიტრაცია საქართველოსგან განსხვავეულია. აქ შენი ID ნომერი და მობილური უნდა შეიყვანო თითქმის ყველგან. ეს ინფორმაცია მოწმდება მონაცემთა ბაზაში და შესაბამისად გეძლევა რეგისტრაციის საშუალება. მაგრამ მე რატომღაც არ ვარ ამ ბაზაში. მგონი იმიტომ, რომ ტელეფონის ნომრის აღებისას პასპორტი გამოვიყენე. ვინც აქ ჩამოსვლას აპირებთ, გირჩევთ, რომ “უცხოპლანეტელის რეგისტრაციის ბარათით” აიღოთ ახალი კორეული ნომერი. შემდეგი თვიდან მეც ახალ ნომერს ვიღებ. ამ თვეს ვერა, რატომ, მე თვითონაც არ ვიცი. 3 ადგილას მივედიდა ყველაგნ მითხრეს მაისიდანო.

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ხვალ მაქვს გამოცდა კორეულის სმენით და კითხვით ნაწილებში ამიტომ წავედი ვიმეცადინო. უკვე აღარ ვიცი რა გადავიმეორო. მემგონი მზად ვარ, მაგრამ მაინც დიდი კონცენტრაცია დამჭირდება, რახან სმენითი ნაწილი ყველაზე მეტად მიჭირს ხოლმე. ყველა გამოცდაში, რომლებსაც დავწერ, უნდა ავიღო 90 პროცენტზე მეტი. ესაა ჩემი დამფინანსებელი ორგანიზაციის, Korea Foundations-ის მოთხოვნა.

You may also like

6 კომენტარი

კომენტარის დატოვება