კორეული კინოფესტივალი

 

 

 

 

საქართველოს კორეული ასოციაცია,თავისუფალი უნივერსიტეტი და დოკდოს ფონდი გეპატიჟებათ “ულამაზესი კორეა 2015” რიგით მეოთხე ღონისძიებაზე,დოკდოს კინოფესტივალზე, სადაც ნაჩვენები იქნება 7 კორეული, ბოლო დროის ყველაზე პოპულარული ფილმი ქართული სუბტიტრებით.
9 – 10 ნოემბერს 12:00 საათზე ფესტივალს გახსნის ქართველ მოყვარულთა K-pop ჯგუფი, რომელიც შემოგთავაზებთ კორეულ პოპ მუსიკალურ და საცეკვაო ნომრებს.
ფესტივალი გპირდებათ გრანდიოზულ გათამაშებას,თქვენ შანსი გექნებათ მოიგოთ უამრავი პრიზი,რომელიც დაწესებულია ჩვენი სპონსორების მიერ.
ასევე,საშუალება გექნებათ ნახოთ კორეული კერძების დამზადების მასტერკლასი. მიიღოთ მასში მონაწილეობა და ადგილზე დააგემოვნოთ კორეული ტრადიციული კერძები.
იქნება უამრავი პარალელური ღონისძიება. ჩვენ შეგიქმნით ყველანაირ კომფორტს, რომ თავი კორეაში მეგობრულ გარემოში იგრძნოთ.
გელოდებით უკლებლივ ყველას,დასწრება თავისუფალია.
ჩვენი შეხვედრის ადგილი უცვლელია
თავისუფალი უნივერსიტეტი
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის კულტურის ცენტრი

11215110_1102031139820746_3074873951772999601_n (1)12043088_1102031126487414_2084788843608770080_n12193844_1102030936487433_4677796906928516863_n

 

You may also like

კომენტარის დატოვება